ბერმელი

თქვენი კეთილდღეობის სალარო

კარიერა

საკრედიტო ოფიცრის ვაკანსია ქუთაისში

20 ივნისი20 ივლისი
მიკროსაფინანსოორგანიზაცია „ბერმელი“ აცხადებს ვაკანსიას  საკრედიტო  ოფიცრის პოზიციაზე  ქალაქ ქუთაისში
 
სამუშაო პირობები:
 
·         სამუშაო საათები: 09:20-18:20 სთ, შაბათი 09:20-14:00
·         სამუშაო დღეები: 6 სამუშაო დღე, (ერთი არასრული)
 
აუცილებელიმოთხოვნები:
 
·         უმაღლესი განათლება, სასურველი ფინანსებისა და ეკონომიკის მიმართულებით;
·         ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო, საკრედიტო ან კორპორაციული ფინანსების სფეროში;
·         აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა ("Microsoft Word”  და " Microsoft Excel”).
მინიმალური ანაზღაურება: 1250 ლარი, მაქსიმალური 1850 კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად
 
ძირითადიმოვალეობები:
 
·         ბიზნეს, სამომხმარებლო და იპოთეკური სესხების დამუშავება/გაცემა;
·         პოტენციური მომხმარებლების მოძიება;
·         არსებული და პოტენციური მომხმარებლებისათვის საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტების შეთავაზება;
·         განაცხადის შევსება და მომხმარებლის შესაბამის პროგრამაში რეგისტრაცია;
·         მიღებული ინფორმაციის ანალიზი;
·         სესხის უზრუნველყოფის შეფასება;
·         დამუშავებული ინფორმაციის კომიტეტზე წარდგენა,  გადაწყვეტილების გაცნობა და სესხის გაცემის პროცესის უზრუნველყოფა;
·         მომხმარებლებთან დაკავშირებული მთლიანი დოკუმენტაციის მოწესრიგება და შენახვა;
·         გაცემული სესხის მიზნობრიობის შესრულების მეთვალყურეობა და კონტროლი;
·         მომხმარებლების მიერ გრაფიკის შესაბამისად გადახდების განხორციელების კონტროლი;
·         ვადაგადაცილებულ სესხებზე მუშაობა და ჯანსაღი პორტფელის შენარჩუნება;
·         საკრედიტო პორტფელის ზრდასა და ხარისხზე ზრუნვა;
·         საკრედიტო საქმიანობის დამოუკიდებელი მუდმივი ანალიზი.

პიროვნული თვისებები
 
·         ანალიტიკური აზროვნების უნარი;
·         დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
·         ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული;
·         გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
·         პრინციპების დაცვით საქმიანობის წარმართვის უნარი;
·         პირადი და კომპანიის რესურსების ეფექტიანი განაწილების უნარი;
·         პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
·         დეტალებზე ორიენტირებულობა;
·         სანდოობა;
·         კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი.
 
 
 
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოაგზავნოთ  თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: archil.melikishvili@bermeli.geteimurazkurasbediani@bermeli.ge hr@bermeli.ge და   ( აუცილებელია სამივე ელექტრონულ მისამართზე გადმოგზავნა) გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
საკონტაქტო ინფორმაცია: 568 700 300